Loading
Loading
პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი საქართველოში

ვიდეო კურსის შექმნის ეტაპები

ვიდეო კურსების შექმნა პორტალზე StudyOnline.ge შესაძლებელია განახორციელოს ფიზიკურმა პირმა ან სასწავლო დაწესებულებამ. ვიდეო კურსის შესაძლებელია იყოს სასწავლო ან უბრალოდ საინფორმაციო ტიპის. ვიდეო კურსის შექმნა არის როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური პროცესი.

ვიდეო კურსის შექმნის ინტელექტუალური პროცესი:

1.  პირველ რიგში უნდა შექმენას კურსის სტრუქტურა (გეგმა) გაკვეთილების მიხედვით. გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდული არაა. გაკვეთილები ერთიანდება თემების მიხედვით. 

2.  შემდეგ შექმენით თითო გაკვეთილის გეგმა, შინაარსი, საპრეზენტაციო მასალა, სურათები და ყველაფერი ის, რაც დაგჭირდებათ გაკვეთილის ჩასატარებლად. რისი შემდეგაც შეძლებთ ჩაწეროთ გაკვეთილის ვიდეო რგოლი. ჩვენი რჩევაა თითი ვიდეო გაკვეთილის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 30 წუთს (ან ნაკლები).

3.  ჩვენი კონსტრუქტორი საშუალებას იძლევა ავტორის გადაწყვეტილებით პროგრამულად შექმნათ საგამოცდო ტესტი. ახალ თემაზე გადასვლა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ამ ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ.

4.  ბოლოს, იმისთვის რომ გაუშვათ ვიდეო კური გასაყიდად, საჭიროა დააკორექტიროთ ვიდეო კურსის მახასიათებლები: სათაური, კურსის აღწერა, კურსის მიწოდების ვადა (დღეებში), ფასი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ პირველი თემის გაკვეთილი არის ყველასთვის უფასო და მისი ხარისხი განსაზღვრას მყიდველის საბოლოო გადაწყვეტილებას.

5.  ვიდეო კურსის მახასიათებლებში მონიშნეთ სპეციალური ველი "აქტივაცია", რაც უკვე ნიშნავს რომ გსურთ კურსი გამოაქვეყნოთ გასაყიდად.  ჩვენი პორტალის სპეციალისტები შეამოწმებენ და გააქტიურებენ თქვენს კურსს.  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ "ვიდეო კურსის" შექმნის ნებისმიერ ეტაპზე დაგვიკავშირეთ კონსულტაციებისთვის.

ტექნიკური პროცესი:

საიტზე შექმნილია სპეციალური კონსტრუქტორი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ ვიდეო კურსი. აღნიშნული პროცესი საკმაოდ ადვილია და არ მოითხოვს განსაკუთრდბულ სპეციალურ ცოდნას. აქვე განხილულია გადახდების (ფინანსები) მიღების და მოსწავლეები (მყიდველების) მართვის პროცესი.

ვიდეო კურსების შექმნა და ამ ბიზნენსის წარმართვა მოითხოვს გარკვეულ მინიმალურ ტექნიკურ ცოდნას, რაც განგებ შექმნილია ვიდეო კურსის სახით:  ექმენი ონლაინ კურსი საკუთარი ხელით (სრული გზამკვლევი).  აღნიშნული კურსი შეგიძლიათ შეიძინოთ სიმბოლურ უფასოდ - 0.00 ლარი. ამით ჩვენ გვსურს თქვენ თავად იყოთ მოსწავლის როლშიც და რითაც მომავალში გეცოდინებათ თუ რა პროცედურებს გაივლის მომხმარებელი, სანამ გახდება თქვენი მოსწავლე და მიიღებს თქვენს შექმნილ პროდუქტს. დარეგისტრირდით და შეიძინეთ აღნიშნული სასწავლო მასლა პორტალზე.

გისურვებთ წარმატებეს!

 

 

Notification

You have received a new notification

Click here to view them all