Loading
Loading
პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი საქართველოში

ვიდეო კურსის შექმნა

Studyonline.ge - ეს არის ონაილ კურსების პირველი საგანანათლებლო პლათფორმა საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ განათლება გავხადოთ გახსნილი და მარტივი. ვიდეო კურსის შექმნა და ამით შემოსავლის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. ეს არის ინტელექტუალური ინტერნეტ ბიზნესი. თქვენ ვიდეო კურსებს ქმნით ერთხელ,  ხოლო ყიდით მრავალჯერ. აღნიშნული ბიზნესი საკმაოდ პოპულარული და მომგებიანია მსოფლიოში, რადგან ხალხი უკვე ირჩევს სწრაფ და იაფ განათლებას.

 

ვინ უნდა განათავსოს ეს კურსები ჩვენს პორტალზე? რა თქმა უნდა ეს თქვენ ხართ: პედაგოგები, ტრენერები, რეპეტოტორები, თუნდაც ჩვეულებრივი ფიზიკური პირები (შემდგომშიში "ავტორი"), რომელთაც აქვთ ისეთი ცოდნა, რაზეც მოთხოვნაა ბაზარზე. ავტორი შეიძლება იყოს ასევე იურიდიული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება).  ყველას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას და გაყიდოს თავისი ონლაინ კურსები და მიიღოს რეალური შემოსავალი.  გაეცანით დაწვრილებით და დაიწყეთ განხორციელება ხვალიდანვე - გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის იხილეთ აქ >>

როგორ უნდა მართოთ თქვენი მოსწავლეები და მიიღოთ მათგან გადახდები?

როდესაც მომხმარებელი ყიდულობს თქვენს ვიდეო კურსს მას ავტომატურად გამოეწერება ინვოისი და აქვს გადახდის ორი შესაძლებლობა: 1). გადაიხადის აღნიშნული ინვოისი ბანკში ან თავისი მობილბანკიდან;  ან  2). გადაიხადოს ბარათით (Visa / Mastercard), თუ ჩვენთან იარსებებს შესაბამისი ხელშეკრულება. მე-2 გადახდის შემთხვევაში ვიდეო კურსი ავტომატურად გააქტიურდება მყიდველისთვის, ხოლო პირველ შემთხვევაში გადახდის კონტროლს ახორციელებთ თქვენ (გამყიდველი). ბანკში შეგიძლიათ ჩართოთ სმს შეტყობინების სისტემა და ანგარიშზე თანხა დაგიჯდებათ თუ არა მოგივათ შეტყობინება, ამიტომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეხვალთ თქვენს მობილბანკში, რომ გაიგოთ რომელი ინვოისზე განხორციელდა გადახდა და სწორედ იმ მოსწავლეებს დაუფიქსირებთ გადახდის შესრულებას (მენიუ: შეკვეთები/გადახდები). გადახდილ მოსწავლეს ვიდეო კურსი ავტომატურად გაუაქტიურდებათ. აქედან გამომდინარე თქვენ ხელთ გეძლევათ გადახდების მართვის მარტივი მექანიზმი. ეს იმდენად ადვილი და მიმზიდველი შემოსავალია, რომ გექნებათ მზარდი მოტივაცია შექმნათ და ჩვენს მარკეტზე გასაყიდად გაიტანოთ ბევრი სხვადასხვა ვიდეო კურსი.

 

რა დამიჯდება თქვენს პორტალზე ამ ბიზნესის წარმოება? 

  • რა თქმა უნდა ეს საქმე ჩვენთვისაც ბიზნესია და გვაქვს მუდმივი ხარჯი  მისი ხარისხიანად გაძღოლისთვის. ჩვენი შემოსავალია 15% თქვენი გაყიდული "ვიდეო კურსებიდან". ამ თანხას თქვენ იხდით ყოველი გაყიდულ და დასრულებულ კურსზე, რაზეც ავტომატურად გამოგეწერებათ ინვოისი ყოველი თვის ბოლოს (დავაზუსტებ, რომ ჩვენ გვაქვს მე-2 სერვისიც - "ონლაინ ოთახი", რომელიც გამოიყენება რეალურ დროში დისტანციური სწავლებისთვის, ამ სერვისის დროს ჩვენ არანაირ %-ს არ ვიღებთ გაყიდული კურსებიდან); 
  • აღნიშნული სერვისის (ვიდეო კურსების) წარმოებისთვის თქვენს ანგარიშს შეძენილი უნდა ჰქონდეთ სერვისი: ვიდე კურსების მარკეტი (თვეში 3.00 ლარი).

ვიდეო კურსის შექმნის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

 

Notification

You have received a new notification

Click here to view them all